ქუთაისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქცია დღეს 20.00 საათზე დაიწყება
ქუთაისში რუსულ კანონის მიღებას დღესაც გააპროტესტებენ. აქცია ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრთან 20.00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორები ახალგაზრდები და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.
მათი თქმით, პროტესტი არ უნდა შენელდეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული განვითარება და არ სურთ უკან, საბჭოეთში დაბრუნება.
უწყვეტი საპროტესტო აქციები ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მასობრივი პროტესტის ფონზე მიიღო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა