ქუთაისის მერია საახალწლოდ 107 140 ლარის ახალ დეკორაციებს შეიძენს
ქუთაისში საახალწლო სამზადისი დაიწყო. მერიამ ახალ წლამდე ოთხი თვით ადრე საახალწლო განათებების შესაძენად ელექტრონული ტენდერი (190017939) გამოაცხადა.
მიმწოდებელმა 107 140 ლარად საახალწლო განათებების და დეკორაციების შეძენა უნდა მოახდინოს.
მიმწოდებელი ვალდებულია ქალაქში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საახალწლო მასალების შესყიდვა ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე უზრუნელყოს.
პირობების მიხედვით საახალწლო დეკორაციები ახალი უნდა იყოს, რომელიც ქალაქის უბნებში განთავსდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:08
12:18
11:34
19:09
















