ქუთაისში საახალწლო ნობათი 4000-მდე ბენეფიციარმა მიიღო
ქალაქის მერიის მიერ შეძენილი 4000 ნობათი სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებმა მიიღეს: სოც. დაუცველებმა (70000 ქულამდე), მადლიერების სახლის ბენეფიციარებმა, მრავალშვილიანმა მშობლებმა (რომლებთაც ერთი არასრულწლოვანი შვილი მაინც ჰყავთ), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, ომის და შეიარღებული ძალების ვეტერანებმა, ვეტერანმა სპორტსმენებმა, ყრუთა საზოგადოების, ინვალიდთა ფედერაციის და უსინათლოთა კავშირის მიერ შერჩეულმა მოქალაქეებმა, დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელ ინვალიდთა კავშირის, იმერეთის რეგიონის ინვალიდთა კავშირის და პენსიონერთა და ვეტერანთა პროფ.ორგანიზაციის წევრებმა, ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილმა მოქალაქეებმა, 100 და მეტი წლის ადამიანებმა. საახალწლო ნობათების დარიგება ქუთაისში დღეს დასრულდა.
ავტორი: ნიუპრესი