|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებებში მუსიკოსების ჰონორარმა 60 125 ლარი შეადგინა

ქუთაისში, საახალწლო კონცერტებში მონაწილე შემსრულებლებისათვის გამოყოფილმა ჰონორარმა 60 125 ლარი შეადგინა.  28 და 31 დეკემბერს  გამართული კონცერტების მონაწილეებთან მერიამ ხელშეკრულებები პირდაპირ შესყიდვის გზით გააფორმა. 

28 დეკემბერს მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთების დროს ოთხი სიმღერა შეასრულა გორის ქალთა გუნდმა, რისთვისაც გუნდს ჰონორარის სახით 10 250  ლარი დაერიცხა.

მეორე მუსიკალურ სკოლაში ახალგაზრდული კამერული ორკესტრის კონცერტის გასამართად  3000 ლარი გამოიყო.   

31 დეკემბერს 17:00 საათზე თიბისი გალერეაში დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა, რისთვისაც პიანისტმა 12 500 ლარი მიიღო. 

გალა-კონცერტში მონაწილეობისთვის 10 000 ლარი დაერიცხათ მომღერალ რობი კუხიანიძეს და ჯგუფს "აუტსაიდერსს". 

მომღერალ ლუკა ზაქარიაძეს 5 625 ლარი დაერიცხა, ქეთათოს ჰონორარმა 6 250 ლარი შეადგინა. 

31 დეკემბერს გალა - კონცერტის შემდეგ გაიმართა დიჯეების შოუ, ზურაბ ჭყონიას (dj Zurkin) 3750 ლარი დაერიცხა, გიორგი ყურაშვილს (Dj Kura) 3750 ლარი და თადეოზ თოდუა (dj Tade) 5000 ლარი.

ამასთან, მერიამ სცენის მოწყობისთვის 20 000 ლარი გადაიხადა, საახალწლო ღონისძიების ორგანიზიისათვის კი 43 000 ლარი გამოყო. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი