ქუთაისს ახალ წელს ჯგუფი „არა”, მეგი გოგიტიძე და მისი ბენდი მიულოცავს
ქუთასისში სახალწლო კონცერტისათვის სცენის მონტაჟი დაიწყო. სცენა მესხიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს დაიდგმება. მთავარი ნაძვის ხის ანთება კი თეატრის წინ დღეს მოხდება.
სცენა ავტომანქანების მოძრაობას ხელს არ შეუშლის, ამიტომ ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ 31 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში გადაიკეთება.
ახალი წლის დადგომას ქუთაისს ჯგუფი „არა”, მეგი გოგიტიძე და მისი ბენდი მიულოცავს.
კონცერტს ფოიერვერკი დაასრულებს.
საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 13 იანვრამდე გაგრძელდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




12:35
















