|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე  ხანძარია. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი აივანზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. 

ავტორი: ნიუპრესი