ქუთაისში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია მოხდება
ქუთაისში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაციის მიზნით ქალაქის მერია ტენდერს აცხადებს.
ეელექტრონული ტენდერის NAT180006796 პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა“ საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადებიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღეში უნდა განახორციელოს.
ქალაქის მასშტაბით 47 ობიექტის რეაბილიტაცია იგეგმება, ამათგან ერთი - თამარ მეფის N34-ში არსებული სადარბაზო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული სადარბაზოს რებილიტაციის პროექტი შეთანხმებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 299 466 ლარს შეადგენს. განცხადებების მიღება 18 მაისს დაიწყება და 23 მაისამდე გასტანს.
სამუშაოების 95 % სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 5 % კი ადგილობრივი სახსრებით დაფინანსდება.
ავტორი: ნიუპრესი