ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი "ილო" გაიხსნა
საერთაშორისო ფოტოფესტივალი გალერეა "ილოს" პრეზენტაციით დაიწყო.
ღონისძიება ტრადიციული სლოგანით „იცხოვრე, დარჩი!“ იმართება. კინო-თეატრ "საქართველოში" გაიხსნა საკონკურსო ფოტოების გამოფენა და გაიმართა ილო ხახიაშვილის გახსენების საღამო.
ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ინტერნეტ და რეალურ საგამოფენო სივრცეებში; საგანმანათლებლო და შემეცნებითი ნაწილი ( ვორქშოპები, მასტერკლასები, პრაქტიკული გადაღებები, თემატური ექსკურსიები); დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.
"ქუთაისი მეთექვსმეტედ მასპინძლობს ფოტო-კონკურსს "ილო", რომელიც უკვე საერთაშორისო ფოტო-ფესტივალის სტატუსით იმართება. ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები ყველა ქუთაისელის ოჯახშია. ილო იყო ქუთაისის ნამდვილი მემატიანე და ქალაქმაც სათანადო პატივი მიაგო მის ხსოვნას. წელს ფოტოფესტივალის მიზანია ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარება საქართველოში, საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრება - გაძლიერება; ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტო - მოყვარულების გამოვლენა - წახალისება; ილო ხახიაშვილის სახელისა და ღვაწლისადმი პატივის მიგება. კონკურსის მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. წინ სამი საინტერესო დღე გველოდება", -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ფოტოფესტივალის ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, თანაორგანიზატორი -კომპანია „ოქროს პეპელა“. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა