|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი- „ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ გაიხსნა

ქუთაისი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს - „ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ მასპინძლობს. ფესტივალი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში ტარდება.
საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობენ მეცნიერები, ლიტერატურათმცოდნეები,
მთარგმნელები, მწერლები, პოეტები, გამომცემლობები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმაა, რომელიც ქართველ და უცხოელ მკვლევრებს, მწერლებს, მთარგმნელებს და ლიტერატურის მოყვარულებს აერთიანებს.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს ლიტერატურულ დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
ორი დღის განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ქართველი და უცხოელი ლიტერატორები სხვადასხვა თემატურ სექციაში წარადგენენ მოხსენებებს და გაიმართება დისკუსიები.
ფესტივალის ფარგლებში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმსა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენები მოეწყობა.
ქუთაისში ფესტივალის გახსნას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაესწრო. 

ავტორი: