ქუთაისში, ცენტრალურ მოედანთან ეკლესიის მშენებლობა დაიწყო
ქუთაისში ცენტრალურ მოედანთან დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარაკლისი მეუფე კალისტრატემ აღავლინა.
პარაკლისს ქალაქის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"ქუთაისის ისტორიულ ადგილას ისტორიული ტაძარი შენდება, მე მინდა მივულოცო ჩვენს ქალაქს ეს კარგი და მეტად სასიხარულო ამბავი. ყველა ტაძრის, ყველა წმინდანის მადლი ფარავდეს ჩვენს ქალაქს",-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ.
ტაძარი "მაკდონალდსის" მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


14:08
12:18
11:34
19:09
















