ქუთაისში საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა
ქუთაისში საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო დარბაზში "ვარლა" გამოფენა დღეს გაიხსნა და რამდენიმე დღე გაგრძელდება. გამოფენა თემატურია და ის გაზაფხულსა და ქალთა დღესასწაულებს ეძღვნება.
მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვალერი მეძმარიაშვილის თქმით, გამოფენაში 35 შემსრულებელი მონაწილეობს, რომელთა 70-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.
"გამოფენა დედის დღეს ეძღვნება, ეს არის ქუთაისელი მხატვრების, როგორც ქალბატონების, ასევე მამამაკების ნამუშევრების გამოფენა, ამ მხრივ შეზღუდვა არ გვაქვს, წარმოდგენილია 35 შემსრულებლის 70-მდე ნამუშევარი", -განაცხადა ვალერი მეძმარიაშვილი.
მისი თქმით, ცნობილი, ტიტულოვანი მხატვრების გვერდით ახალგაზრდა მხატვრები იმკვიდრებენ ადგილს.
გამოფენის გახსნას მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ესწრებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოფენაზე არ გამოჩენილან.
ავტორი: ირინა მაკარიძე