|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება

დღეს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში საზოგადოებას კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება, რომელიც  გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების თანახმად, გენპროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიონ. თუ გენერალური პროკურორის არჩევა 90 ხმით ვერ მოხდება, მაშინ შესაძლებელი იქნება მისი არჩევა 76 ხმით, თუმცა ამგვარად არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა 1 წლით განისაზღვრება, რომლის გასვლის შემდეგაც, პროცესი ახლიდან დაიწყება.

„ვიცით, რომ ამ ინიციატივის საფუძველი გახდა თავის დროზე შარლ მიშელის მონაწილეობით წარმართული პროცესი, რომელიც ოპოზიციურ პარტიების ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებით დასრულდა. ოპოზიციის  ნაწილი შემოგვიერთდება ქუთაისში,  რაც შეეხება სხვა პირებს, ჩვენ მოვიწვიეთ როგორ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესიული საზოგადოების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამისად, ფართო ჩართულობით იქნება დღევანდელი პროცესი წარმართული. ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ ცვლილებას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სახალხო განხილვა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეში 19:00 საათზე დაიწყება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა