|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები სოციალურად დაუცველებისათვის ტანსაცმელსა და საჭირო ნივთებს აგროვებენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები სოციალურად დაუცველებისათვის ტანსაცმელსა და საჭირო ნივთებს აგროვებენ, -  ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს. 
მსურველებს ნივთების მიტანა თბილისის ქუჩაზე შეუძლიათ.
 
"ერთი კარგი ამბავიც მოვასწროთ ქუთაისში 2022 წელს.  გავახაროთ ადამიანები ახალ წლამდე.
უკრაინელი მოხალისეების დახმარებით სახლში გავხსენი უფასო ტანსაცმლის( და არამარტო).. მაღაზია,  თბილისის ქუჩა 37-ში. ყველაფერი არის დალაგებული და ელოდება ახალ პატრონს.
 
31 დეკემბრამდე 12:00 საათიდან 17:00 საათამდე სახლი ღია იქნება ყველა მსურველისთვის.
თუ გჭირდება წაიღე, თუ აღარ - მოიტანე!", - წერს სოციალურ ქსელში მიშიკო მუმლაძე.
 
ფოტო: სოციალური ქსელიდან
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა