|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა ოპოზიციის აქციის დარბევა გააპროტესტეს

ქუთაისში ქოლგების აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თბილისში გუშინ აქციის დარბევის ფაქტი გააპროტესტეს.

მათი თქმით, დაუშვებელია, მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება, რაც გუშინ მოხდა. მათი განცხადებით, ქოლგა არის იარაღი სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული ღორებულებების.

"სახელმწიფოს არ აქვს არანაირი უფლება გამოიყენენოს დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა, რასაც ხშირი სახე აქვს ბოლო პერიოდში. მსგავსი რამ მოხდა გუშინ, რამაც გამოიწვია პროტესტი. მოვაწყვეთ პერფორმანსი, რომლის სიმბოლოც არის ქოლგა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და ამ ფაქტის საპირისპიროდ გავშალეთ ქოლგები, რადგან წყლისგან გვიცავს ქოლგა და ეს ქოლგა არის სამართლიანი არჩევნები, პროტესტი და სხვა ფუნდმანტური ღირებულებები"-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი