|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე დააკავეს

ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან დაუგეგმავ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე დააკავეს.

 

დაკავებას წინ დაპირისპირება უძღვოდა.

„რუსებო“ ამ შეძახილებით სკანდირებდნენ ადამიანები, მათ პოლიცია დაუპირისპირდა. მიშიკო მუმლაძეს ტანსაცმელი შემოახიეს, პოლიციამ მისი მანქანაში ჩასმა და ტერიტორიიდან გაყვანა მაინც მოხდა.  მოქალაქეები ცდილობდნენ პოლიციისათვის სამოქალაქო აქტივისტის დაკავების შესაძლებლობა არ მიეცათ, თუმცა ეს ვერ შეძლეს,  ქუთაისში  ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები მმართველი ძალის ოფისთან მას შემდეგ შეიკრიბნენ რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიდასავლური განცხადება გააკეთა და ევროპასთან მოლაპარაკებების დაწყების თარიღი 2028 წლამდე გადაწია. 

 

ავტორი: