ქუთაისში სამშენებლო სამუშაოების დროს ამწე ჩამოვარდა და მანქანას დაეცა
ქუთაისში, ნინოშვილის ბაღთან, კორპუსის სამშენებლო სამუშაოების დროს ამწე, რომელიც მუშები ისხდნენ გატყდა, ჩამოვარდა და იქვე მდგომ მანქანას დაეცა.
მანქანაში ასევე იმყოფებოდნენ მგზავრები. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.2%
გაუარესდა - 52.8%
არ შეცვლილა - 12%
სულ - 125 ხმა


14:35
13:33
22:22
















