|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამხარეო პოლიციის შენობასთან მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში სამხარეო პოლიციის შენობის გვერდით, ცხინვალის ქუჩაზე  მაღაზია "ფემილი" გატეხეს. როგორც სათვალთვალო კსმერის ჩანაწერში ჩანს, დაუდგენელმა პირებმა მაღაზიიდან უჯრა წაიღეს, სადაც, სავარაუდოდ, ფული ინახებოდა. 

როგორც მაღაზიის თანამშრომლრები ამბობენ, მძარცველებმა მაღაზიის კარის მინები ქვებით ჩაამსხვიეს და ობიექტში ასე შეაღწიეს.

მათი თქმით, პოლიცია ადგილზე დახვდათ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა აღნმიშნავენ, რომ ანალოგიური შემთხვევა ამ მაღაზიაში ბოლო პერიოდში მეორედ მოხდა, მითუმეტეს,  რომ პოლიციის შენობასთან იმყოფებიან.  

დაზარალებულები პოლიციას სიფხიზლისა და ადეკვატური ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა