ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება
საპროტესტო აქცია გრძელდება ქუთაისში. აქციის მონაწილეები კვლავ მერიასთან არიან შეკრებილი და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რამდენიმე დღეა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო აქციებით უპირისპირდებიან.
როგორც შეკრებილიები ამბობენ, არ შეეგუებიან ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და ქვეყნის გარუსებას.
დღეს ასევე გამოეხმაურნენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას და ამბობენ, რომ ეს ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებია.
აქცია ქალაქის ქუჩებში მსვლელობით გაგრძელება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





15:45
20:24
20:21
15:01
14:59
















