|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "საქართველოს ფოსტის" შენობაში ხანძარი მეორედ გაჩნდა

ქუთაისში "საქართველოს ფოსტის" შენობაში ხანძარი მეორედ გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია  პოლიცია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით,  შენობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

ფოსტის შენობაში ხანძარი პირველად 3 აპრილს გაჩნდა. დაიწვა ისტორიული შენობის მეორე სართული, პირველ  სართულზე კი საქართველოს ფოსტა ფუნქციონირებს. 

ხანძრის მიზების გამოძიებას ითხოვს ოპოზიცია. ენმ-ს წარმომადგენლის გიგა შუშანიას განცხადებით, საზოგადოებაში მუსირებს მოსაზრება რომ ხანძრის გაჩენა ხელოვნურად მოხდა ე.წ. ინვესტორის მიერ შენობის ხელში ჩაგდების მიზნით. 

ავტორი: