ქუთაისში პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ
ქუთაისში ცენტრალურ ბულვარში, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდეს.
მთავარი ერთ–ერთი მოთხოვნაა, 1991–1992 წლების მოვლენები შეფასდეს, როგორც ხელისუფლების დამხობა.
"1991-92 წლების მოვლენები კანონიერი ხლისუფლების დამხობად უნდა შეფასდეს. ამასთან, დაჩქარდეს და რეალური გამოძიება ჩატარდეს, რადგან თაროზე არ იყოს შემოდებული გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალები"- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა


17:20
15:54
13:34
21:45
















