|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სიცოცხლის ფესტივალი“ - ქუთაისში საქველმოქმედო საღამო გაიმართება

„სიცოცხლის ფესტივალი“ ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლექსო თორაძისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველის მონაწილეობით 5 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება. 

 ფონდი უკვე მეხუთე წელია ჩართულია ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ასამაღლებლად საერთაშორისო მოძრაობაში. 2017 წლის ,,სიცოცხლის ფესტივალი’’ სრულად მიეძღვნება სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას. ფესტივალმა სტარტი მესტიაში, პირველ სექტემბერს აიღო და 5 ოქტომბერს საზეიმოდ ქალაქ ქუთაისში დაუხურება. 

კონცერტი საქველმოქმედოა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულიად გადაერიცხება „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა