ქუთაისში საშობაო ალილო წელს განსხვავებულად აღინიშნება
საშობაო ალილო წელს განსხვავებულად აღინიშნება ქუთაისშიც. სასულიერო პირები ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიასთან შეიკრიბნენ და ნობათები შეაგროვეს.
სასულიერო პირები დღის მანძილზე ავტომობილებით საშობაო ალილოს ფონზე ქუჩებს მოივლიან. შეგროვებულ ნობათს კი მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლებს დაურიგებენ.
შეგასენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, წელს ალილო ტრადიციული ფორმით არ გაიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:58
11:46
















