ქუთაისში სასწრაფო დახმარების და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად სასწრაფო დახმარების ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 26-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


14:35
13:33
22:22
14:39
















