|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სავაჭრო ცენტრი "გრანდმოლი" 24 დეკემბერს ვერ გაიხსნება

ქუთაისში სავაჭრო ცენტრი "გრანდმოლი" სავარაუდოდ, 24 დეკემბერს ვერ გაიხსნება. მიზეზი მთავრობის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციებია.

როგორც ცენტრის მმართველი ნატო დანელია აცხადებს, რეგულაციების დაცვით მუშაობა შეუძლებელია, რადგან ზოგი მაღაზია 20 კვ. მეტრზე ნაკლებია და ერთი ადამიანის მომსახურებასაც ვერ შეძლებენ.

მისი თქმით, ნაკადის მოწესრიგებაც სირთულესთან და დამატებით ხარჯარებთან არის დაკავშირებული, რისთვისაც ახალი თანამშრომლები დაჭირდებათ, ასევე პრობლემას წარმოადგენს გასახდელების გაუქმება.

"გრანდმოლის" მმართველის თქმით, მოლოდინი ქონდათ, რომ ცენტრები რამდენიმე დღით, უკვე არსებული რეგულაციებით გაიხსნებოდა და თანამშრომლებს საახალწლოდ მუშაობის შესაძლებლობა მოეცემოდათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი