ქუთაისში საწვავის ფასის ზრდა ავტომანქანების მსვლელობით გააპროტესტეს
საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს ქუთაისში. მძღოლები, ავტოკლუბების წევრები და აქტივისტები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრში ავტომანქანებით გამაფრთხილებელი მსვლელობა მოაწყვეს.
ამ ფორმით ისინი საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ორგანიზატორების თქმით, აქცია მშვიდობიანია და ბოლოჯერ იმართება.
მათივე განმარტებით, შედეგი სწორედ იმიტომ არ დგება, რომ აქციებზე ხალხის ნაკლებობაა, თუმცა, მათი თქმით, ეს ასე არ დარჩება და მომავალში ამ მოთხოვნით ქუჩაში უფრო მეტი ადამიანი გამოვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:58
11:46
22:32
19:44
20:45
















