|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აქციის მონაწილეები ავტობანის გადაკეტვას გეგმავენ

საწვავზე გაზრდილი ფასები ქუთაისში მორიგი აქციით გააპროტესტეს. ავტომობილების მფლობელები, ტაქსის მძღოლები და აქტივისტები მესამედ შეიკრიბნენ და გაორმაგებული ფასები გააპროტესტეს.

ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ. საწვავი ყოველდღიურად იზრდება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტომფლობელებისთვის.

დღესვე გეგმავენ ავტობანის გადაკეტვას, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი