ქუთაისში შპს "იმერეთის" თანამშრომლები მუშაობის უფლებას ითხოვენ
ქუთაისში შპს "იმერეთის" თანამშრომლებმა მორიგი აქცია გამართეს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრის გახსნას მოითხოვენ.
მათი თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მათ მუშაობის უფლებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
ისინი რეგულაციების გადახედვას და რამდენიმე დღით მუშაობის უფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:58
11:46
















