ქუთაისში სკეიტ პარკი გაიხსნა
ქუთაისში სკეიტ პარკი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, საქართველოში პირველი სკეიტ პარკი ქუთაისშია. ქუთაისში სკეიტ პარკი ოლიმპიურ სტანდარტებს შეესაბამება და მალე ადგილზე ჩემპიონატებიც მოეწყობა.
სკეიტბორდის მოედანი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ შვილთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა, რომლებიც პარკის მოწყობას 7 წლის განმავლობაში ითხოვდნენ.
ქუთაისში სკეიტ პარკის გახსნას იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი, საქართველოს სკეიტბორდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ბოჟაძე და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.
სკეიტ შოუში მონაწილეობა ეროვნული ფედერაციის სპორტსმენებმაც მიიღეს.
,,ქუთაისელი ახალგაზრდები 7 წლის განმავლობაში ითხოვდნენ სკეიტ პარკის მოწყობას. ჩვენ მათ ზუსტად 1 წლის უკან დავპირდით, რომ ქუთაისს სკეიტბორდის მოედანი ექნებოდა და ეს დანაპირები შევასრულეთ. ქუთაისის არის პირველი ქალაქი საქართველოში, რომელსაც სკეიტბორდის მოედანი აქვს ყველაფერი ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარკი, რომელიც ძალიან მალე საერთაშორისო დონის ჩემპიონატებს უმასპინძლებს,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
სკეიტ პარკის სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარით დაფინანსდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა