|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სკეიტ პარკის მოსაწყობად ადგილი შეირჩა

ქუთაისში სკეიტ პარკის მოსაწყობად  ადგილი შერჩეულია. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს შერჩეული ადგილის ექსპერტიზა. დამატებითი დეტალები ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

სკეიტ პარკის მოწყობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო.

ახალგაზრდები პარკის მოწყობას რამდენიმე წელია ითხოვენ, პრობლემის შესახებ  "ნიუპრესმა"  ვიდეო სიუჟეტი მოამზადა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი