„ქუთაისში მშენებლობა ორმაგი კანონდარღვევით მიმდინარეობს“
რიონის სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობა კვლავ პროტესტის მიზეზი ხდება. ქუთაისში მოქმედი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია კვლავ შეიკრიბა და „ოქროს ჩარდახის“ მიმდებარედ კაფეს მშენებლობის შეჩერება მოითხოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებლის, თთორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, მერი არ ითვალისწინებს, რომ მშენებლობა ორმაგი კანონდარღვევით მიმდინარეობს. ერთი, რომ მშნებელობა 50 მეტრიანი ზოლის დარღვევით ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, მეორეც, ასევე 50 მეტრის დარღვევით ხორციელდება მშნებლობა სკვერის მიმდებარედ.
ბარათაშვილი მერიას მოუწოდებს შეწყდეს მშენებლობა უკანონოდ გაცემული ნებართვის ფარგლებში, ასევე სამომავლოდ მოხდეს გაკონტროლება, როგორ გაიცემა ნებართვა.
მესამე სექტორის განცხადებით, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ ასევე მოწყობილია უკანონო პარკირება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან. მოთხოვნასთან დაკავშირებით მერიაში არაერთხელ გააკეთეს განმარტება და აღნიშნეს, რომ მშენებლობას არ ეწირება მწვანე საბარი, არ იჭრება არცერთი ხე და არ ხდება კანონის დარღვევა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი