|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სმარტშუქნიშნები და საინფორმაციო ტაბლოები მოეწყობა

ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქალაქში სმარტშუქნიშნები და საინფორმაციო ტაბლოები მოეწყობა.  ამასთან, ქუთაისს რამდენიმე დღეში 10 ახალი მიკროავტობუსი შეემატება.
"რაც შეეხება სატრანსპოტო სისტემებსა და მიკროავტობუსებს, ჩვენ 6 ლოკაციაზე მოვაწყობთ სმარტშუქნიშნებს, რომლებიც
თავად განსაზღვრავენ მოძრაობის ნაკადს და ეს იქნება ახლებური მიდგომა ჩვენი სატრანსპორტო სისტემის განვითარებისაკენ.
ამასთან, რამდენიმე დღეში ქუთაისს ეყოლება 10 მიკროავტობუსი, რომლებიც ქალაქის ძნელადმისადგომ რელიეფზე იმოძრავებენ, სადაც ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება.
ასევე, რამდენიმე დღეში, დაიწყება 109 ერთეული საინფორმაციო ტაბლოს დაყენება გაჩერებებეზე, რომლებიც
მგზავრებს მიაწვდის ზუსტ ინფორმაციას ავტობუსების გადაადგილების შესახებ.
 ჯამურად, ჩასატარებელი სამუშაოებისთვის, 4,6 მილიონი ლარია გამოყოფილი"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა ფეისბუქლაივჩართვისას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა