ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადრებს ვიცე-მერი ხვდება
სოციალური საცხოვრისის ბინადრებს, რომლებიც მერიასთან შეიკრიბნენ, ამ დროისათვის ვიცე-მერი იუზა უგლავა და საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე ხვდებიან.
შეხვედრაზე, რომელიც მერიაში იმართება, აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება.
მერთან შესახვედრად მისულ სოციალური საცხოვრისის ბინადართა ნაწილი მერიის წინ რჩება.
ბინადრები შენობიდან გადაყვანას მოითხოვენ, ისინი თავდაპირველად ვიცე-მერთან შეხვედრაზე უარს ამბობდნენ, თუმცა მოგვიანებით დათანხმდნენ.
მერიასთან მისული მოქალაქეები შეუძლოდ გახდნენ.
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა