ქუთაისში სპორტის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები და გრძელდება სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები დღეს ადფილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება ინტერიერი და ექსტერიერი, განახლდება სახურავი, კარ-ფანჯრები, სველი წერტილები, სათამაშო დარბაზი და აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის სპორტის სასახლე შეძლებს უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.
სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის 1 347 396 ლარი დაიხარჯება.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





15:07
12:11
12:45
17:29
11:27
















