ქუთაისში სპორტული და სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება
ქუთაისში, 2020 წელს სპორტული სკოლების და სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება კრივის, ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზებს, ასევე ნიჩბოსნობის კომპლექსურ სკოლას, რისთვისაც 1 300 000 ლარია გათვალისწინებული, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა, მედიის და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
გიორგი ჭიღვარიას თქმით, ასევე დაგეგმილია კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია, რისთვისაც 870 000 ლარი დაიხარჯება. საუბარია სახელოვნებო, ასევე მეორე, მესამე და მეოთხე მუსიკალურ სკოლებზე.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.59%
გაუარესდა - 53.38%
არ შეცვლილა - 12.03%
სულ - 133 ხმა

16:17
12:09
11:59
17:20
















