|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსებისა და სპორტული სკოლის განახლება მიმდინარეობს

ქუთაისში გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების მოწესრიგება. მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე მდებარე კორპუსების (მათ შორის ე.წ. „წიგნის სახლის“) ფასადების განახლება.

სრული რეაბილიტაცია უტარდება მე-17 სპორტული სკოლის კრივის დარბაზებსა და ადმინისტრაციულ შენობას.

სამუშაოების ერთი ნაწილი უკვე დასრულებულია. 2 210 474 ლარის ღირებულების პროექტს რგპფ აფინანსებს და გათვალისწინებულია კრივის დარბაზების, გასახდელების, სველი წერტილების, საუნის განახლება. განახლდება ადმინისტრაციული შენობის ოთხივე სართული, მოეწყობა სასტუმრო, შეიცვლება გადახურვა და კარ-ფანჯრები.

რეაბილიტაციის შემდეგ სპორტული სკოლა შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.

ავტორი: