|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სტიქიის ყველა ლოკაციაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს -„სპეციალური სერვისები“

მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ ინფორმაციით, სტიქიის ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, გამოყვანილია მძომე ტექნიკა, მიმდინარეობს სათანადო ღონისძებები.

მათი ინფორმაციით, სანიაღვრეების პრობლემა არაა, პრობლემა გამოიწვია უხვმა ნალექმა.

ელოდებიან წვიმის ინტენსივობის კლებას, რომ სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდეს.

 საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში: 112 და ქუთაისის მერიის ცხელ ხაზზე: 595 250 309

 შეგახსენებთ, სტიქიამ პრობლემები ქუთაისსა და ხონში შექმნა.

ავტორი: ნიუპრესი