|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება

1-4 თებერვალს ქუთაისში, სპორტის სახლეში გაიმართება ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი და სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი – „ოლ სტარი“.

ზ.საკანდელიძისა და მ. ქორქიას სახელობის ტურნირის თამაშები 1-2 თებერვალს პლეიოფის სისტემით ჩატარდება და 4 თებერვალს ფინალური მატჩის დასრულდება, ხოლო 3 თებერვალს „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები შეხვდებიან. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიება ქუთაისის მერიისა და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ეწყობა. „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები, ტრადიციულად, გულშემატკივრის მიერ გამოკითხვის შედეგად შეირჩა. ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებების დროს ტრადიციულად გაიმართება კონკურსი 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

რაც შეეხება საკანდელიძე-ქორქიას მემორიალს, წლევანდელ სეზონში ტურნირში სუპერლიგის 7 და „ა“ ლიგის 1 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ქუთაისი, სოხუმი, ოლიმპი, რუსთავი, კაკტუსი, მგზავრები, მარნეული და წყალტუბო („ა“ ლიგა). ტურნირის მონაწილე გუნდები 1 თებერვალს ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდებიან, ხოლო 2-ში ნახევარფინალები გაიმართება. საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ფინალზე 4 თებერვალს დაგეგმილია დიდი ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის – ოთარ ქორქიას მონუმენტური სურათის საზეიმო გახსნა. ოთარ ქორქიას ფოტო სხვა ქუთაისელ ვარსკვლავების გვერდით – სპორტის სასახლეში საპატიო ადგილს დაიკავებს.

ავტორი: ნიუპრესი