|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შემთხვევა ქუთაისში - შენობის ფასადი ჩამოინგრა და გამვლელს თავში დაეცა

 შენობიდან ჩამოვარდა ფასადი, რომელიც თავში დაეცა გამვლელს და თავი დაუზიანა. წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი თიკო ჭელიშვილი. 

შემთხვევა ქუთაისში,  თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. 

როგორც ჭელიშვილი წერს, ადგილი პოლიციის ლენტით შემოსაზღვრული არ რაის.

"ქალაქის ცენტრში, დღეს, შუადღისას ამ შენობიდან ჩამოვარდა ფასადი, რომელიც თავში დაეცა გამვლელს და თავი დაუზიანა.  ეს ფოტო ეხლა გადავიღე, მომხდარი ფაქტის შემდეგ, შენობა არ არის შემოსაზღვრული ყვითელი გამაფრთხილებელი ნიშნით. ნუ, ასეთი ძონძი რომ შუაგულ ცენტრშია და თან დიდი საფრთხის შემცველი, ალბათ ამაზე პასუხისმგებელი უწყება და პირი ღრმა ძილშია. ამ ტერიტორიაზე ბევრი ბავშვი დადის და იქნებ აზრზე მოვიდნენ ცოტა?!!!! იქნებ, დამეხმაროთ გავრცელებაში, რომ ვინმე დაინტერესდეს საკითხით"-წერს  ჭელიშვილი სოციალურ ქსელში.  

ცნობისთვის,  შენობა კერძო საკუთრებაა, თუმცა რამდენიმე წლის წინ მერიამ თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ფასადების რეაბილიტაცია მოახდინა, რისთვისაც ქალაქეის ბიუჯეტმა სოლიდური ხარჯიო გაიღო.

ავტორი: ნიუპრესი