ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი“ იმართება
ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი“ გრძელდება
ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა რესტავრატორ - კონსერვატორთა კონფერენცია, სემინარი და ვორკშოპი.
რესტავრატორების მიერ მოწყობილ კონფერენციასა და სამუშაო პროცესებს, სემინარსა და ვორკშოპს ხელმძღვანელობს მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნონა ქარციძე.
„ქარავან არტ ფორუმის“ პროგრამაში მონაწილე მხატვრების შემოქმედება წარმოადგინეს ფესტივალის ორგანიზატორებმა ნინო მეტრეველმა და შალვა ხახანაშვილმა.
სარესტავრაციო სამუშაოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, კერძოდ, ლაზერული სპექტრის გამოყენების მეთოდებზე ისაუბრეს საფრანგეთიდან მოწვეულმა სხვადასხვა დარგის კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებმა და რესტავრატორებმა.
ფესტივალი 20 მაისს დასრულდება და ამ დღეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება,
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა