ქუთაისში ტანსაცმლის საწარმო "ემჯიემტექსი" გაიხსნა
დღეს ქუთაისში სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით შექმნილი საწარმო "ემჯიემტექსი" გაიხსნა. საწარტმოს გახსნას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო H&M-ის პროდუქციის წარმოებას მოახდენს და ასევე მოლაპარაკების პროცესშია ZARA-სთან და UNITED COLORS OF BENETTON-თან.
"ემჯიემტექსი" ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა, სადაც ჯამში 7 000 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე.
კომპანიამ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით და დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება. მათივე ინფორმაციით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ 400 ადამიანი დასაქმდება.
ინვესტიციის მოცულობა, საწყის ეტაპზე, შეადგენს 2 000 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
ავტორი: ნიუპრესი