|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება

ყველაფერი კეთდება, რათა  ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა შემოდგომაზე უმასპინძლოს მოსახლეობას, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე  ავთანდილ კასრაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან  ზაზა ლომინაძესა და ვახტანგ თურნავასთან შეხვედრისას  განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.  

 მათივე ცნობით, ავთანდილ კასრაძემ პარლამენტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებთან დაკავშირებით.  აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას ხელისუფლებას პარლამენტის ყოფილ შენობაში გეგმავს.

„ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება საქართველოში და, კერძოდ, ქუთაისში. ეს ჩვენს ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ისწავლონ,  გაეცნონ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიებს, დასაქმდნენ. დარწმუნებული ვართ, ტექნოლოგიური ჰაბი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, ერთიან კომპლექსში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქისა და რეგიონის განვითარებაში“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი