ქუთაისში, "თეთრ ხიდზე" უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა
"არა გენოციდს, არა, ძალადობას " - ამ მოწოდებით გაიმართა აქცია ქუთაისში. მოქალაქეები, მესამე მესამე სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ.
მათ უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული ძალადობა დაგმეს და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სანთლებით და ყვავილებით პატივი მიაგეს დაღუპულ ადამიანებს. მათი თქმით, ის რაც უკრაინაში ხდება, არის გენოციდი და ამაზე მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა