ქუთაისში "თეთრი ხიდი" გაანათეს
ქუთაისში "თეთრი ხიდი" გაანათეს.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, განათება სატესტო რეჟიმში მოხდა, ხიდების სრული რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
ამ დროისათვის ასევე მიმდინარეობს წითელი და რუსთაველის ხიდების რეაბილიტაცია.
ხიდების რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ 223 300 ლარი გამოყო. მიზანი ტურისტების მოზიდვაა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გლობალ სერვისი" ახორციელებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















