ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაციის დრო, შესაძლოა, გახანგრძლივდეს [PHOTO]
ქუთაისში, თოჯინების თეატრის რეაბილიტაციის დასრულების ვადა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თეატრის დირექტორის თემურ ბაღდავაძის განმარტებით, ვადის შეცვლის მიზეზი დამატებითი სამუშაოებია. მისი ინფორმაციით, მუშაობის დროს გამოჩნდა, ხარვეზები რაც წინაწარ შეუმჩნეველი იყო.
"მიმდინარეობს რეაბილიტაცია, მაგრამ გამოჩნდა დამატაებითი სამუშაოები. ძელი შენობაა და ისეთი ხარვეზები გამოჩნდა, რასაც არ მოველოდით. ამიტომ, შესაძლოა, შეიცვალოს ვადები და და რამდენიმე თვე დაგვჭირდეს, ზუსტად როდის დასრულდება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის"-განაცხადა თემურ ბაღდავაძემ.
მუშაობა გასულ წელს დაიწყო, პროექტი ექვსთვიანია და აპრილში უნდა დასრულებულიყო.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოყო. სამუშაოებზე ტენდერი თოჯინების თეატრმა მერიის მიერ 2016 წელს მომზადებული პროექტით რამდენჯერმე გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება.
ამ დროის განმავლობაში თეატრის სპექტაკლები ოპერისა და მესხიშვილისა თეატრებში ტარდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი