ქუთაისში უნიკალური კრიოაბლაციის ოპერაციები დაინერგა
ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კარგიოლოგი უნგრელი ექიმი ჩაბა ფოლდერი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ქუთაისელ კარდიოლოგ- არითმოლოგთან გიორგი ჩხოლარიასთან ერთად სამი დღის განმავლობაში პაციენტებს კრიოაბლაციის ოპერაციებს უტარებდა.
ექიმებმა სპეციალურ კონფერენციაზე კოლეგებსა და მედიის წარმომადგენლებს კრიოაბლაციის ოპერაციის უნიკალური ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც უნგრელმა კარდიოლოგმა ჩაბა ფოლდერმა განმარტა, ეს არის წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალო პროცედურა, რა დროსაც ინოვაციური მოყინვის ტექნოლოგია გამოიყენება. პროცედურის დროს კათეტერით გაბერილ ბალონში გამაგრილებელი ნივთიერება შედის, ქსოვილს ყინავს, რითაც ფილტვიდან გულში ტრომბული სისხლის მიწოდების ფერხება. მისი თქმით, პროცედურა საკმაოდ ეფექტურია.
ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის გიორგი ჩხოლარიას განმარტებით, თბილისის შემდეგ უკვე ქუთაისშიც შესაძლებელი გახდა ამ პროცედურის ჩატარება.
"დასავლეთ საქართველოში კრიოაბლაციის ოპერაციიის ჩატარების პირველი გამოცდილება შედგა. კრიოაბლაციის ინოვაზიური მოყინვის პროცედურა იძლევა ფანტასტიურ შედეგს, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდოდა პრაქტიკაში მისი დანერგვა. უკვე შესაძლებელი გახდა ამ პროცედურის ჩატარება, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ ოპერაციების დაფინანსება,"-განაცხადა გიორგი ჩხოლარიამ.
ექმიმის თქმით, პაციენტებს ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია არ აქვთ კრიოაბლოაციის მეთოდის შესახებ, რის გამოც ისინი ექიმის შეთავაზებაზე უარს აცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ის მედიკამენტებით მკურნალობასთან შედარებით ბევრად უფრო ხარჯთეფექტური, უსაფრთხო და ეკონომიურია. ოპერაციის ღირებულების 80-90 % ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს.
კრიოაბლაციის საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა, მისი მექანიზმის გარკვევა, შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება. “ჩუმი”, აღმოუჩენელი წინაგულთა ფიბრილაცია ინსულტის გავრცელებული მიზეზია.
რეკომენდირებულია, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად ყველა პაციენტში, რომელიც 65 წელს ზემოთაა ან იმ პაციენტებშიც, ვისაც ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა აქვთ გადატანილი. კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.
ავტორი: ირინა მაკარიძე