ქუთაისში უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს
პროტესტი 50-ე დღეს ქუთაისში. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ისინი პროტესტის გამოსახატად ქალაქის მთავარ ქუჩაზე მაინც გამოვიდნენ.
მათ უცვლელ მოთხოვნებს დღეს დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნაც დაემატა.
მედიის წარმომადგენლებმა სახელწოდებით „თავისუფლება მზიას“ აქცია- პერფორმანსი გამართეს.
მათი განცხადებით, მზია ამაღლობელის ქმედება პატიმრობას არ იმსახურებს და ეს ადამიანი მისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო ისჯება.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა