ქუთაისში, წერეთლის ქუჩის დაუსრულებელი რეაბილიტაცია ტორტით აღნიშნეს [VIDEO]
ქუთაისში, წერეთლის ქუჩის დაუსრულებელი რეაბილიტაცია ტორტით აღნიშნეს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ პერფორმანსით გზის სამწლიანი რეაბილიტაცია გააპროტესტა.
მისი თქმით, წერეთლის ქუჩაზე სამუშაოები წიანურდება, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.
როგორც წულაია აცხადებს, თუ სამუშაოები ამ ტემპში გაგრძელდა, რამდენიმე წელი ვერ დასრულდება.
წულაია მაია ცქიტიშვილს კვლავ ინფრასტრუქტურის მინისტრად არჩევას ულოცავს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მისი მინისტრობის მეორე ვადაში დასრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



















