|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვა ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვა ქსელზე მომხდარ ავარიულ დაზიანებას უკავშირდება.

"ქუთაისში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში,  ქალაქის 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადასვლის მიზნით,  ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რა დროსაც მოხდა რამდენიმე ავარიული დაზიანება.  ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია. გამომდინარე აქიდან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის მიწოდება დროებით შეწყვიტა. 

ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს ქუთაისის სერვის-ცენტრის ტექნიკური ჯგუფი  და კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოების დასრულებისთანავე, დღის მეორე ნახევრიდან წყალმომარაგება აღდგება. 

გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა