|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა წუხელ მოხდა. ხანძრის შედეგად 12.კვ მეტრი ფართი და საოჯახო ნივთები დაიწვა .

ხანძრის ჩაქრობას სამი სახანძრო ეკიპაჟი ცდილობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ნიუპრესი