|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხელოვნების სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის 370 000 ლარი დაიხარჯება

ქუთაისში ხელოვნების სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის 370 000 ლარზე მეტია გამოყოფილი, გარემონტდება როგორც ფასადი, ასევე შეიცვლება შიდა ინფრასტრუქტურაც, განახლდება გათბობის და განათების სისტემებიც.

ხელოვნების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ა(ა) იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა ვაჟა ჯუღელმა დაათვალიერეს.

აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებს ფოლკლორის სასწავლებელიც და ჯამში, 600-ზე მეტი ბავშვი სრულიად უსასყიდლოდ ეუფლება ხელოვნების სხვადასხვა ჟანრს.

შენობა, რომელიც წლების მანძილზე ათასობით ბავშვს მასპინძლობდა, ამორტიზირებული და მწყობრიდან გამოსული იყო. ათწლეულების განმავლობაში აქ არანაირი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაო არ ჩატარებულა.

"ასეთი კომპლექსური და მასშტაბური სამუშაოები ქალაქის სახელოვნებო სკოლებში ქუთაისში წლების მანძილზე არ ჩატარებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სამივე მუსიკალურ და ხელოვნების სკოლაში. შედეგად, მალე ქალაქში გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოვნებო სკოლები“, - განაცხდა მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

ხელოვნების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დასრულდება და ახალი სასწავლო წლიდან, ხელოვნების მოყვარული ქუთაისელი მოსწავლეები სახელოვნებო პროფესიების დაუფლებას თანამედროვე, კომფორტულ შენობაში გააგრძელებენ.

სამუშაოებს შპს "ტუკა" ახორციელებს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა